ქართული ოცნება: ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხის სცენარისთვის ემზადება

28 ოქტომბერი 2020, 18:26 1173 ნახვა

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობს.  მისი თქმით, აღნიშნული შტაბის მიზანი ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს - ამის შესახებ „ქართული ოცნება დემოკრატიული“ საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში