საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებიდან 30 წელი გავიდა. ზვიად გამსახურდიას ინიციატივით შექმნილმა „მრგვალმა მაგიდამ“ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის კომუნისტური არჩევნები ჩაშალა, 28 ოქტომბერს კი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები უწევდნენ ზედამხედველობას.
ისტორიული თარიღი დღეს ბათუმშიც გაიხსენეს. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა საფლავთან შეკრებილებმა კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეების დასჯა და აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლის დადგმა მოითხოვეს.