ბანკზე თავდამსხმელის ძებნა გრძელდება - ესებუას სახლში ჩხრეკა ჩატარდა

27 ოქტომბერი 2020, 12:10 1299 ნახვა

სოფელ გრიგოლიში, ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკა გვიანობამდე გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სხვადასხვა ნივთმტკიცება ამოიღეს. სოფელ გრიგოლიშში ჩხრეკა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები და ნათესავები პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, 32 წლის ბადრი ესებუას ყველა მიმართულებით ეძებენ. ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი