მოქალაქე, რომელმაც ქობულეთში ინკასატორი გაძარცვა პატიმრობაში დატოვეს 

26 ოქტომბერი 2020, 17:03 2270 ნახვა

ბრალდებული, რომელმაც ქობულეთში ინკასატორი გაძარცვა და ათასობით ლარი წაიღო, პატიმრობაში დატოვეს. სასამართლო სხდომა დღეს, 26 ოქტომბერს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იმსჯელა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული  22 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა ინკასატორს, რომელსაც 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გამოსტაცა.

სამართალდამცავებმა აღნიშნული თანხა ბრალდებულის სახლში იპოვეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი