პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ ჩართული 69 სოციალური გვერდი, რომლებიც ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს ავრცელებენ.
ოპოზიციის დისკრედიტაციას 36 გვერდი ცდილობს, ხელისუფლების - 30. ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი - არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე გამოავლინა, რომ მედიის საწინააღმდეგო პოსტებში განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიები არიან. მონიტორინგი 1 სექტებრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.