სააგიტაციო მასალები საარჩევნო უბნებზ​ე

24 ოქტომბერი 2020, 18:20 1369 ნახვა

პარტია ლელოს წარმომადგენლები ,,ქართულ ოცნებასა“  და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეთანხმებულ მოქმედებაში სდებს ბრალს. ლელოს ბათუმის ოფისის წარმომადგენლებმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის შენობაში, რომელშიც ორი, მე- 10 და 53 -ე საარჩევნო უბანია განთავსებული ,,ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა აღმოაჩინა. პარტიაში ამბობენ, რომ ესაა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა.

მეათე უბნის თავმჯდომარე ფაქტს უარყოფს ამბობს, რომ ეს მასალები სკოლის შენობის დაცვის სამსახურის მაგიდაზე იდო და არა კომისიის სამუშაო ოთახში, რომელიც შენობის მეორე ფლიგელშია განთავსებული. თავად დაცვის თანამშრომელი ვერ აკონკრეტებს როგორ აღმოჩნდა სახელისუფლებო პარტიის  სააგიტაციო მასალა მის მაგიდაზე.  არ გამორიცხავს, რომ ეს იყო პროვოკაცია, თუმცა ვისი მხრიდან არ იცის.

ფაქტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია ქართულ ოცნებაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ მომხდარი კანონდარღვევად არ ითვლება რადგან ფაქტი საარჩევნო უბნის გარეთ დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში