სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში, შემოსავლების სახით ჯამში 10 მლნ 355 ათას 212 ლარი მიიღო. საბიუჯეტო შემოსავალი 215 ათას 505 , ხოლო შემოწირულობების სახით 10 მლნ 139 ათას 707 ლარი მიიღო.
ამავე დოკუმენტის თანახმად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი - 2 მილიონ ნახევარზე მეტი შემოსავალი "ლელო საქართველოსთვის" პარტიამ მიიღო. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დასახელებულ პერიოდში 2 მლნ 432 ათას 831 ლარი შესწირეს. აქედან 10, 687 ლარი საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო 2 მლნ 295 ათას 309 ლარი შემოწირულობების სახით.
"სტრატეგია აღმაშენებელმა" კი 2 მლნ 42 ათას 318 ლარის შემოსავალი, "პატრიოტთა ალიანსმა" 2 მლნ 34 ათას 847 ლარი და "ევროპულმა საქართველომ" კი, მლნ 773 ათას 699 ლარის შემოსავალი მიიღო. წინა საარჩევნო რეკლამაში საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მეტი დახარჯა ქართულმა ოცნებამ, ოპოზიცური პარტიებიდან ნაციონალურმა მოძრაობამ.