ზუგდიდში, "ქართული მარშის" წევრებსა და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
"ქართული მარშის" წევრი ირაკლი შიხიაშვილი აცხადებდა, რომ მას შეკითხვები ჰქონდა გიგი უგულავასთან. ამ მიზნით ის ევროპული საქართველოს ოფისთან მივიდა, სადაც მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
"მე ყველანაირ უზრდელობას და უხამსობას ვგმობდი. როცა ვიღაცა პოზიორობს და მსახიობობს იმ მიზნით, რომ ის იქნება გმირი ხალხის თვალში და ამ დროს გამორიცხულია, რომ ვინმეს მძევალში გაეცვალა არასწორია. მოვიდეს ახლა ხო მაგარი ბიჭია.
მოვიდეს და გაგვესაუბროს, მე მაქვს კითხვები იმიტომ, რომ ის აგრძელებს იგივე მეთოდებით მოქმედებას, როცა ხელისუფლებაში იყო"-განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
"ქართულ მარშს" ევროპული საქართველოს აქტივისტები ოფისთან შეძახილებით დახვდნენ "წადი", "წადი".
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.