უეფამ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გააუქმა

21 ოქტომბერი 2020, 11:52 1503 ნახვა

ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის გაუქმებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. „უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – გააუქმოს 19-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ელიტური რაუნდი და ფინალური ეტაპი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში უნდა გამართულიყო. მიზეზი ევროპაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამასთან დაკავშირებით გართულებული მგზავრობაა“, – წერია უეფას განცხადებაში. უფრო ადრე, ტურნირის ელიტრაუნდი ოქტომბრიდან ნოემბერში გადაიტანეს, „რვათა ფინალი“ კი ჩრდილოეთ ირლანდიაში 2021 წლის მარტში უნდა გამართულიყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში