აქცია ხულოში - მოსახლეობა სოციალურ სახლში ბინების გარემონტებას ითხოვს

16 ოქტომბერი 2020, 18:34 1582 ნახვა

საპროტესტო აქცია ხულოში. წაბლანის მცხოვრებლები სოციალურ სახლში გადაცემული ბინებისთვის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხების გამოყოფას ითხოვენ. მათი განმარტებით 1989 წლის სტიქიის საკომპენსაციოდ, სამი წლის წინ ბათუმში ბინები გადაეცათ, თუმცა ე.წ-ლი შავი კარკასით. ადგილობრივების თქმით, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკამაყოფილებს, ისინი გამართხილებელი აქციის შემდეგ, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. აქციის მოანწილეებს სოლიდარობის ნიშნად ადგილობრივები შუახევიდანაც შეურთდნენ. აჭარის მტავრობის ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნების შესახებ იციან და საკითხს სტიქიის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი