საქართველოს ნაკრებმა მაკედონიაში ფრედ ითამაშა

15 ოქტომბერი 2020, 00:42 1543 ნახვა

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე სკოპოეში ჩრდილოეთ მაკედონიას ფრედ 1-1 ეთამაშა. პირველმა ტაიმმა მომენტების გარეშე ჩაიარა და ფრედ 0-0 დასრულდა.

მეორე ნახევარში მასპინძელთა მეკარე დიმიტრიევსკი გააძევეს. 68-ე წუთიდან მაკედონიელები კაცნაკლული დარჩნენ. 

მოედანზე შემოსავლიდან 4 წუთში 75-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და ეფექტური გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდი თუმცა რამდენიმე მომენტი მეკარემ მოიგერია, ხოლო ერთ ეპიზოდში გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.

მატჩის 93-ე წუთზე არბიტრმა ლორიას კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ალიოვსკიმ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

4 ტურში ჯგუფში ისევ ორხელისუფლებიანობაა. საქართველო და ჩრდილოეთ მაკედიონია 6-6 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

ჩვენს ჯგუფში ფრედ 1:1 დასრულდა ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში