ერთწლიანი დამქანცველი სეზონის შემდეგ ამერიკის საკალათბურთი ასოციაციის ჩემპიონი ლოს ანჯელეს ლეიკერსი გახდა. ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში ლეიკერსმა მაიამი ჰიტი 106:93 დაამარცხა და ფინალური სერიის ანგარიშით 4-2 სეზონი ტრიუმფით დაასრულა.
ლეიკერსის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულით, 14 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა და კარიერაში მეოთხედ, ფინალის MVP გახდა. ლებრონი ასევე გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც სამი სხვადასხვა გუნდის მაისურით მოახერხა ფინალის MVP-ის ჯილდოს მოგება. მაიამის ლიდერი ჯიმი ბატლერი კი ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში წინა თამაშებიდან განსხვავებით მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, ბატლერმა მხოლოდ 12 ქულა ჩააგდო.
2010 წლის შემდეგ ლეიკერსმა პირველად იზიემა ჩემპიონობა და მე-17 ტიტულით ლოს ანჯელესელები ტიტულების რაოდენობით ბოსტონს გაუთანაბრდნენ.