საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს ფრედ ეთამაშა

11 ოქტომბერი 2020, 22:06 1644 ნახვა

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნულ გუნდს ფრედ 2:2 ეთამაშა. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩატარდა.

მე-6 წუთზე ქართველი მცველების შეცდომით ბაირამიანმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. პირველი ნახევარი სომხეთის ეროვნულმა გუნდმა მოიგო.

მეორე ნახევარის საწყის წუთებში შენგელიას გადაცემის შემდეგ ნიკა კაჭარავამ წონასწორობა აღადგინა.

74-ე წუთზე ყაზაიშვილის გადაცემით ოქრიაშვილმა "ჯვაროსნები" დააწინაურა,თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჰენრიკ მხითარიენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ვაისმა გასული თამაშის შემადგენლობიდან 9 ფეხბურთელი შეცვლა. სასტარტო შემადგენლობაში ბათუმის "დინამო" 3 ფეხბურთელი ასპარეზობდა.

3 ტურის შემდეგ ჯგუფს საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედიონიის ნაკრებები 5 ქულით ლიდერობენ. სომხეთის ნაკრებს 4 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს მხოლოდ 1. შემდეგ შეხვედრას ვაისის საწვრთნელი გუნდი 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედიონიაში გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში