საბავშვო ბაღების გახსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს კიდევ ერთხელ იმსჯელებს - ამირან გამყრელიძე

09 ოქტომბერი 2020, 19:33 2876 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების საკითხზე ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

„ვფიქრობ, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი კვლავ განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ზოგადად, ეს არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური, არამედ ასევე სოციალური საკითხია, როდესაც მშობლები მუშაობენ და ბავშვი უნდა წავიდეს საბავშვო ბაღში, ასევე დაკავშირებულია ბავშვთა კვებასთან და ა.შ. კომპლექსურია საკითხი და მოითხოვს განხილვას. მე მაქვს ჩემი რეკომენდაციები ამ საკითხზე, ისევე როგორც დაავადებთა კონტროლის ცენტრს, რომელსაც დავაფიქსირებთ საკოორდინაციო საბჭოზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების გახსნა 12 ოქტომბერს იგეგმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში