''ნაციონალური მოძრაობის'' წევრს მერაბ ცინცაბაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

09 ოქტომბერი 2020, 18:01 1389 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'', ქობულეთის საკრებულოს წევრს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

მერაბ ცინცაბაძე ამბობს, რომ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ტრავმის გამო ერთი კვირაა არავისთან ჰქონია კონტაქტი, მონაწილეობა არ მიუღია საარჩევნო შეხვედრებში. ის ამ დროისთის თვითიზოლაციაში იმყოფება.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, რომ პარტიის წევრებს ამ დროისთვის ტესტირება არ ჩატარებიათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში