ისტორიულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

08 ოქტომბერი 2020, 21:54 2261 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში გაიმარჯვა. საქართველომ "დინამო არენაზე" ბელარუსის ნაკრები დაამარცხა.

მე-6-ზე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა. ბელარუსებმა თამაშის წესები დაარღვიეს, რის გამოც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯუნიუთ ჩაქირიმ თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

მე-7 წუთზე ოქრიაშვილმა თვითონვე შეასრულა თერთმეტმეტრიანი და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა გოლის ეპიზოდს შედეგიანად ვერ ასრულებდნენ და პირველი ნახევარი "ჯვაროსნების" სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. მეორე ნახევარში ორივე ნაკრები ცდილობდა შეტევას, თუმცა შეხვედრაში გოლი აღარ გასულა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედიონიას და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩის თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი