“ლეთს ფლეი თუგეზერ” - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ინტეგრირებული სპორტული თამაში შშმ პირებსა და მოხალისეებს აერთიანებს. სპორტულ აქტივობაში 110 მონაწილეა ჩართული. შეჯიბრება 3 რეგიონში უკვე ჩატარდა, ბათუმის შემდეგ კი შეხვედრას ქუთაისი უმასპინძლებს. პროექტი ამერიკელი მოხალისის სარა შოლცისა და ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.