ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი პოეტი ლუიზა გლუკი გახდა. ნობელის კომიტეტის განცხადებით, ლუიზა გლუკს საპატიო ჯილდო გადაეცა მისი „უშეცდომო პოეტური ხმისთვის, რომელიც მარტივი სილამაზით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურს ხდის“.
ლუიზა გლუკი ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი და ამერიკელ პოეტთა აკადემიის კანცლერია.