შაქარაშვილის საქმე

08 ოქტომბერი 2020, 17:02 1445 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა, დაცვის მხარე კი შესავალი სიტყვით სასამართლოს შემდეგ პროცესზე მიმართავს.

არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, პროკურატურას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

საქმის პროკურორის თქმით, შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილეს სწორედ იმ მტკიცებულებებზე, რაც, მისივე განმარტებით, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ხუთივე ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. მკვლელობის ეპიზოდზე შემდეგი სხდომა 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი