საქართველო-ბელარუსის მატჩი დღეს მაყურებლის გარეშე ჩატარდება

08 ოქტომბერი 2020, 10:37 1276 ნახვა

დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდთან ისტორიულ შეხვედრას გამართავს. მნიშვნელოვან თამაშს საქართველოს ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება - ‘’ჯვაროსნებს’’ ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ბელარუსები კი თბილისში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, სტანისლავ დრაგუნის გარეშე ჩამოვიდნენ.

შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის მთავარი არბიტრის ჯუნეით ჩაქირის თავკაცობით. ასევე საქართველოს ნაკრების მატჩს ვიდეო-რეფერი განსჯის.

საქართველო და ბელარუსი ერთმანეთს სულ 3-ჯერ შეხვდნენ. ორ ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ მატჩში. ოფიციალურ შეხვედრებში ერთი მატჩი ქართველებმა მოიგეს, ხოლო ერთი ბელარუსების სასარგებლოდ დასრულდა.

2017 წლეს გამართული ამხანაგური დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. გერმანული სატრანსფერო საიტის transfermarkt-ის ინფორამციით საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 42.95 მილიონ ევროდ არის შეფასებული ,რაც შეეხება ბელარუსის შემადგენლობა 14.9 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

საქართველო - ბელარუსის თამაში დღეს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. თუ საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში გაიმარჯვებს, ფინალში გავა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონია - კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრებში ბათუმის ‘’დინამოს’’ სამი ფეხბურთელი გამოიძახა.

მცველები გიორგი ნავალოვსკი და მამუკა კობახიძე, ხოლო ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური დაიცავს ეროვნული გუნდის ღირსებას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში