საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილის მეუღლე ფიქრობს, რომ მელაშვილი ორ პოლიტიკურ ძალას შორის ბრძოლას ეწირება. რატომ დამალეს ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩევამ ის მასშტაბის რუკა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებს ზუსტად ასახავდა? - ამ კითხვებზე ახლა, პასუხებს ელიან.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებით, ტერიტორიის 3500-მდე ჰექტარი ფართობი, ჩვენივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა.
ფაქტების საპასუხოდ ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროკურატურა მმართველი გუნდის დაკვეთებზე მუშაობს, შეეცდება ბრალდებულებისგან, წინა ხელისუფლების წევრების საწინააღმდეგო ჩვენებები მოიპოვოს.