NBA-ს სუპერფინალურ სერიაში ''ლეიკერსი'' დაწინაურდა

07 ოქტომბერი 2020, 10:45 1506 ნახვა

ამერიკის საკალათბურთი ასოციაციის სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვერდა „ლეიკერსმა“ მოიგო. „ლოს ანჯელესმა“ „მაიამი ჰიტი“ 6 ქულიანი სხვაობით 102:96 დაამარცხა. ფინალურ სერიაში ანგარიში ლოს ანჯელესელების სასარგებლოდ 3:1 გახდა.

დაპირისპირებაში გარდამტეხი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც ფრენკ ვოგელის გუნდმა 5 ქულიანი უპირატესობით მოიგო. „ჰიტმა“ მეორე პერიოდი საკმაოდ კარგად ჩაატარა და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა ბოლო ორ პერიოდში ვერაფერს გახდა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ‘’ლეიკერსის’’ ვეტერანმა ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც არასრულ 39 წუთში 28 ქულას 12 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემაც მოუყარა თავი.

‘’მაიამი ჰიტის’’ რიგებში კი კვლავ საუკეთესო იყო ჯიმი ბატლერი. მსუბუქმა ფორვარდმა 43 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა და 9 გადაცემა მიითვალა. თუ “ლეიკერსი“ შემდეგ შეხვედრას მოიგებს NBA-ის ჩემპიონი გახდება.

ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი 10 ოქტომბერს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში