სტიქიის შემსწავლელი კომისია ამ ეტაპზე 142 ოჯახის განცხადებას სწავლობს. ბათუმის მერის ინფორმაციით, მოსახლეობას სტიქიის შემდეგ დაუზიანდათ ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მას შემდეგ რაც კომისია დაასრულებს მუშაობას გადაწყდება რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულ ოჯახებს.
ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახების ზუსტი ოდენობა უცნობია, განცხადებების მიღება ამ დრომდე გრძელდება.