ეროზიული პროცესების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია - ტარიელ ტუსკია საინჟინრო გეოლოგიური აკადემიის წევრი

03 ოქტომბერი 2020, 15:28 2157 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, გეოლოგთა ჯგუფი იმყოფება.

საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრი ტარიელ ტუსკია აცხადებს, რომ სოფელ ჯოჭოში რამდენიმე ადგილი მეწყერსაშიში ზონაა და​ ტრაგედიის ადგილი შესწავლილი არ ყოფილა.

"არ არის შესწავლილი გეოლოგიურად, არც განცხადება ყოფილა შემოსული დეპარტამენტში. არანაირი წინასწარი მოკვლევა და ძიება არ არის ჩატარებული. რაც შეეხება ამ სოფელს ეს ეროზიული სოფელია, ბევრ ადგილზეა მეწყრული პროცესები განვითარებული. ძალიან ძლიერი წვიმა მოვიდა, ზემოთ ვიყავით დავათვალიერეთ, თითქმის ღრმულებია გაჩენილი. წყლის ნადენი ფორმები, რომლებმაც გამორეცხვა მოახდინა ამ დაბალი ფიზიკომექანიკური თვისების მქონე ქანების და გამოიწვია მთლიანი მასიური დაძრა მეწყრული სხეულის.

ეს რელიეფი იმდენად რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო ეროზიული პროცესების აქტიურობა და მით უმეტეს, სტიქიური მოვლენები. 

წელიწადში 1200-1400 განცხადება შემოდის გეოლოგიის დეპარტამენტში, ხდება ამ ყველა ფაქტის შესწავლა, მაგრამ პროგნოზირება მაინც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული - გეოლოგი, ტარიელ ტუსკია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში