აქცია ბათუმის საარჩევნო ოლქთან

01 ოქტომბერი 2020, 11:19 1430 ნახვა

საპროტესტო აქცია გამართეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო ოლქთანაც.  შეკრებილებმა თქვეს, რომ ეთიკის ქარტიას ხელს არ აწერენ, რადგან ხელისუფლება ძალადობაზე უარს არ ამბობს.

მაგალითად კი  მარნეულში განვითარებული მოვლენები და  საუბნო კომისიების, თავმჯდომარეებისა და მდივნების არჩევის წესი დაასახელეს. მათი  ინფორმაციით, საარჩევნო უბნის ხელმძღვანელებზე "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში