''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ქობულეთის, 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გამართეს და ოლქს საჩივრით მიმართეს. მათი თქმით, ოლქში დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან არც ერთ საარჩევნო უბანზე თავმჯდომარის, მოადგილის და მდივნის პოზიციებზე ოპოზიციური კანდიდატი არ აურჩევიათ.
81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის აქციას და განცხადებას პროვოკაციული უწოდეს.