ამ წუთებში მარნეულში დაპირისპირებისას დაშავებული მთავარი არხის ჟურნალისტის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯეიჰუნ მუჰამედ ალი ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ წევრები გაუსწორდნენ, თავდასხმის დროს კი მისი თქმით, სამართლადაცვლებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ასევე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ნაცემმა წევრმა -ლაშა ქველაძემაც, რომელიც ამ დრომდე საავდმყოფოში რჩება. ის კონკრეტულს გვარებს ასახელებს, „ქართული ოცნებიდან“ ვინც ჩხუბში მონაწილეობდა.