საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

30 სექტემბერი 2020, 10:35 1758 ნახვა

დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარაში-235 , იმერეთი-38, თბილისი-30, სამეგრელო-ზემო სვანტეთი-14, გურია-6, კახეთი-1, მცხეთა მთიანეთი-1, სამცხე ჯავახეთი-1.

ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი საქართველოში 796 ადამიანმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში