“სამართლიანი არჩევნების" საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში

29 სექტემბერი 2020, 11:07 1522 ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა, მუქარის 24 შემთხვევა გამოვლიდა- აღნიშნულია“სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ანგარიშის მიხედვით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან.

სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციაა დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ხელისუფლებამ აღნიშნული ფაქტები და არ დაუშვან მსგავსი შემთხვევები.  წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი