თბილისის "დინამო" გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

28 სექტემბერი 2020, 22:18 1508 ნახვა

საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" წარმომადგენლები კლუბის ოფიციალურ სოციალურ ქსელის გვერდზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებენ. "დინამოს" წარმომადგენლები გულშემატკივარს ბოდიშს იხდიან ფარერებში განცდილი გამანადგურებელი სხვაობით წაგების შემდეგ.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვიცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია " - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" ფარერის კუნძულებზე "კლასვიკთან" დიდი ანგარიშით 6-1 დამარცხდა და ევროტურნირს გამოეთიშა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში