"აჭარაში ტესტირება მიზნობრივი უნდა გახდეს” - თორნიკე რიჟვაძე

28 სექტემბერი 2020, 18:30 1497 ნახვა

აჭარაში ტესტირება მიზნობრივი უნდა გახდეს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"ჩვენ აგვისტოს თვეში დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება, რაც ემსახურებოდა ეპიდრისკების მართვას. პირველ რიგში ეს გულისხმობს გამოვლენას და შემდეგ უკვე რეაგირებას. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ მივსდევდით ინფექციას, არამედ მიმდინარე დროში ვმართავთ. ამით იყო განპირობებული გაფართოებული ტესტირების შემოღება, თუმცა შესაბამისი დარგის პროფესიონალებისგან ჩვენ მივიღეთ რეკომენდაცია, რომ ეს გახდეს კიდევ უფრო მიზნობრივი და მიზნობრივად შევძლოთ გამოვლენა კოვიდინფიცირების.

ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, კონტაქტირებულ პირებს აკითხავენ სახლში, სადაც ხდება სინჯის აღება. გუშინ 199 მისამართზე იყო გასული საზოგადოებრივი ჯანდაცვა, 220-ზე მეტი ტესტი არის აღებული, ეს არის კონკრეტული კონტაქტირებული პირები"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში