საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში რესტორნები შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ.
დღის განმავლობაში ისინი სტუმრების მიღებას შეძლებენ, მუშაობას კი 22:00 საათზე დაასრულებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, გადაწყვეტილება აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღეს.