ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო მედიამონიტორინგი

24 სექტემბერი 2020, 11:03 1557 ნახვა

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებენ. 11 კვირის მონაცემების მიხედვით საქართველოში წელს მედია უფრო მრავალფეროვნად აშუქებს წინასაარჩევნო პერიოდს.  

თუმცა  კვლავ შეიმჩნევა საარჩევნო პროცესის სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა, გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.

მედიამონიტორინგის პროექტი  სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს 43 მედია საშუალებას - 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.   2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი საარჩევნო პროცესის დასრულებამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი