არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატებს პოლიტიკური ტემპერატურა. სადავო საპარლამენტო სია და განხეთქილება ოპოზიციაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ მაუწყებელთან დაადასტურა, ინფორმაცია მათი და ,,ევროპული საქართველოს“ გასაიდუმლოებული აუდიენციის შესახებ.
კირკიტაძე, რომელიც მისივე მონათხრობით, ამ შეხვედრების მონაწილე იყო, გვიყვება, რომ მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობრივ კონფიგურაციაზეც და რომ დავით ბაქრაძე ქვეყნის პირველი კანონმდებლის პოსტს, წლების შემდეგ ისევ ჩაიბარებდა. გვითხრა, რომ საპარლამენტო სიაში უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობით უნდა დაკომპლექტებულიყო.
ირკვევა, რომ პარტიებს შორის შეხვედრა ორჯერ გაიმართა. პროცესში კი პარტიის ლიდერები, ვანო მერაბიშვილი, ნიკა მელია, როგორც უკვე გითხარით თავად დავით კირკიტაძე, გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე იყვნენ ჩართულები.