არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავეს - შსს

22 სექტემბერი 2020, 14:22 2866 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 68 წლის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

უწყების ცნობით, მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში