უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ დეპუტატები. საკითხი გამარტივებული წესით პირველივე მოსმენით უნდა დამტკიცდეს. მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარადგენს.
პლენარულ სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებიან. ისინი კვლავ რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში. ოპოზიციონერი დეპუტატები კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობენ.