ქედაში გეოლოგებს ელოდებიან

21 სექტემბერი 2020, 11:52 1686 ნახვა

მესამე დღეა ქედაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა და დაახლოებით 50 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა.  ამ ეტაპზე სამუშაოები შიდა სასოფლო გზებზე მიმდინარეობს. გაწმენდითი სამუშაოები ტარდება სოფელ მახუნცეთში, დანდალოსა და კოკოტაურში.

ამ დრომდე უცნობია მიყენებული ზარალის ოდენობა. დაზარალებული ოჯახებს გეოლოგები შეისწავლიან და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა დახმარება გაეწევა მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში