რჩება თუ მიდის ბათუმის „დინამოდან“ გია გეგუჩაძე?

20 სექტემბერი 2020, 12:04 571 ნახვა

ტოვებს თუ არა “ბათუმის დინამოს“ მთავარი მწვრთნელი თანამდებობას _ გავრცელებულ ინფორმაციას კლუბის პრეზიდენტი არ ადასტურებს. არჩილ ბერიძე ამბობს, რომ ხვალ 5 საათზე კრება ჩატარდება, სადაც მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის პრობლემურ თემად“დინამოს“ წაგებულ მატჩებსაც ასახელებს. “დინამომ“ ბოლო სამი თამაში წააგო, ერთი იყო ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა, ასევე მარცხით დასრულდა ეროვნულ ლიგაში “დინამო თბილისთან“, გუშინ კი ბათუმური გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის თასზე, “გაგრასთან“ დამარცხდა.  დინამოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გია გეგუჩაძე მისი შესაძლო წასვლის თემაზე კომენტარს არ აკეთებს. გია გეგუჩაძე “ბათუმის დინამოს“ მთავარ მწვრთნელად 2018 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობა და ეროვნული ლიგის ვიცე ჩემპიონობა იზეიმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში