ხილის გასაღების პრობლემა აქვს, მთიანი აჭარის მოსახლეობას. ფერმერები შესაბამისი მომსახურების ცენტრების არ არსებოზე საუბრობენ, რადგან მთიდან ბათუმამდე ხილის ჩაბარებისთვის გრძელი და დამღლელი გზის გავლა უწევთ. იმის გამო, რომ სხვაგან პროდუქციას ვერსად ჩააბარებენ. პრობლემის გადასაჭრელად, ლოჯისტიკური ცენრის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაჩნდა, თუმცა, ჩვენს გადამღებ ჯგუფს ობიექტი დაკეტილი დახვდა.