კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ აჭარაშია, რეგიონში კიდევ 126 ადამიანი დაინფიცირდა. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ აჭარაა.
ბათუმში 121 შემთხვევაა გამოვლენილი, ქედაში ერთი, ქობულეთში - 3, ხოლო ინფიცირების ერთი ფაქტი დაფიქსირდა ხულოში.
ამ ეტაპზე, ბათუმის სამშობიარო სახლში სულ 13 კორონავირუსით ინფიცირებული ორსულია მოთავსებული. 12 მოზარდი მკურნალობს ასევე კოვიდ 19-ზე აჭარაში.