სადავო მშენებლობა-მოქალაქე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს

16 სექტემბერი 2020, 17:51 1598 ნახვა

მოქალაქე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს.  საქმე ეხება ახვლედიანის 3 ნომერში  კომპანია „ელიტჰაუსის“   მიერ  აშენებულ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს.  მელანია დავითაძის მტკიცებით, უზენაესმა სასამართლომ , წინა ორი ინსტანციის გადაწყეტილება , რაც მისი ეზოს მომიჯნავედ კორპუსის ღობეების ამოქოლვას ეხებოდა  უცვლელი დატოვა, თუმცა 3 წელია ის არ  სრულდება. მოქალაქემ განცხადება  საზოგადოებრივ მოძრაობა  „შენთან ერთად“ ოფისში  გააკეთა“. ორგანიზაციის ხემძღვანელი ირწმუნება, რომ  სამშენებლო კომპანიას  „ქართული ოცნების“  აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მანველიძის ოჯახი მფარველობს  და სწორედ ამიტომ არ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში