ბავშვები საარჩევნო კლიპში - პოზიციები

16 სექტემბერი 2020, 14:21 1628 ნახვა

 პარტია „ქართული ოცნების“  წინასაარჩევნოდ გადაღებულ,  ვიდეორგოლში  ბავშვების მონაწილეობას  აპროტესტებენ    „ნაციონალური მოძრაობაში“ .  უმაღლესი საბჭოს წევრი, ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ  ფაქტი დასაგმობია და საჭიროა განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყოს. 

დიასამიძის თქმით, ბავშვების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და მათთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთების დავალება დანაშაულია. 

დეპუტატის  კრიტიკას ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უპასუხა. ცოტნე ანანიძის თქმით, პარტიაში კლიპის  მომზადების შესახებ  ინფორმაციას არ ფლობდნენ. მისი თქმით,  მხარდამჭერი ვიდეო კონკრეტულმა მოქალაქემ გადაიღო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი