კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დღიური რეკორდული მაჩვენებელია. მათგან 39 ინფიცირებული აჭარაშია. აქედან 15 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, 10 კი აქამდე გამოვლენილ კლასტერს უკავშირდება, რომლებიც ოჯახებთან კონტაქტებია.
კოვიდ 19-ის დაფიქსირების გამო, ბათუმის სამშობიარო სახლის შემდეგ, დროებით მუშაობა ქალაქის კიდევ რამდენიმე კლინიკამ შეაჩერა.