თვითნებურად შესახლებული 24 ოჯახი ფართების დაკანონებას ითხოვს. განთიადში, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ საცხოვრებლის გვერდით მდებარე შენობაში ოჯახებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადასცა, მათ კი უარს ეუბნება.
უკანონოდ შესახლებულებს „ენერგო პრო-ჯორჯიასთანაც“ აქვთ პრეტენზია და დროებით აბონენტად დარეგისტრირებას ითხოვენ.
რეგიონის ფინანსთა სამინისტროში მოქალაქეებს მოუწოდებენ, საცხოვრებლის დასარეგისტრირებლად საჭირო კანონით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ, რასაც უწყებაში არსებული კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.