დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

11 სექტემბერი 2020, 13:27 2760 ნახვა

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კარანტინი გამოცხადდა. კლინიკაში 800-მდე თანამშრომელი მუშაობს. ცენტრში ამ ეტაპზე B ბლოკი დაიკეტა.

დღეს კორონავირუსი რეანიმაციის თანამშრომელს დაუდასტურდა.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მედიკოსი 5 სექტემბერს დედაქალაქში სადღესასწაულო სუფრაზე იმყოფებოდა და სავარაუდო წყაროდ ამ ფაქტს ასახელებენ. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევენ.

"ექიმს, რომელმაც კოვიდ ტესტირება ჩაიტარა სუსტი დადებითი შედეგი დაუდგინდა. ჰოსპიტალში გამოვლენილია ახლო და ირიბი კონტაქტები. მათ შორის უახლესი 16 კონტაქტი, ხოლო ირიბი 100-ზე მეტი. დილის 7 საათიდან 300 თანამშრომელს და პაციენტს უტარდებათ კოვიდ კვლევები. შედეგები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი. კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ექიმს შემხებლობა არ ჰქონდა ჰოსპიტლის C ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული,"- აცხადებს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი