„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ოპოზიციის კრიტიკის საგანია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვების რესურსი ამოეწურა. მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სია ოდიოზური ფიგურებით დააკომპლექტა.
მთავარი კრიტიკის სამიზნე სიის ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა.