ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურორის განცხადებით დღეს სასამართლო სხდომაზე 10 მოწმე დაიკითხება, რომლებმაც ჩაატარეს გიორგი შაქარაშვილის ცხედრის კვლევა.
ადვოკატი არ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ დაიკითხება დღეს, თუმცა განვლილი პროცესებიდან გამომდინარე ფიქრობს რომ ერთერთ ოქროს მოწმეს დაკითხავენ.