ქალები - ქართული ოცნების სიის ოცეულში 

10 სექტემბერი 2020, 20:44 2742 ნახვა

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პარტიულ სიაში გენდერული კვოტა დაცულია. 20 კანდიდატიდან 5 ქალია.

პარტიის სიაში მე-4 ნომერი იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანია, მე-8 ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, 10-ე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, 14-ე მაკა ბოჭორიშვილი და 19-ე მარიამ ლაშხი.

პარლამენტმა მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც 25%-იანი გენდერული კვოტირების მექანიზმი მიიღო. ცვლილებების ინიციატორი მმართველი პარტია იყო.

საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებულებს, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში