NBA-ში სეზონის სტარტი და დრაფტი გადაიდება

10 სექტემბერი 2020, 12:53 1170 ნახვა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა გადაწყვეტილებით წლევანდელი დრაფტი, თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ფანჯარა და ახალი სეზონის სტარტი დათქმულ ვადებში არ განახლდება. ​ NBA-ის მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ მოთამაშეთა პროფკავშირების წარმომადგენლებს.

პირველად გავრცელებული ინფორმაციით დრაფტი 16 ოქტომბერს, ხოლო თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ფანჯარა 18-ში უნდა ჩატარებულიყო.

რაც შეეხება ახალი სეზონის სტარტი აქამდე ცნობილი იყო, რომ პირველ დეკემბერს დაიწყებოდა, თუმცა ახალი თარიღები ამ დღისთვის უცნობია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში