რესპუბლიკური საავადმყოფოს პასუხი ნათია დუმბაძეს

08 სექტემბერი 2020, 15:58 3312 ნახვა

ახლად გახსნილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ 19 - ით ინფიცირებული პაციენტები გაუმართავ ინფრასტრუქტურასა და ანტისანიტარიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ინფიცირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია, რომელმაც ვიდეო-მასალა მოგვაწოდა. ნათია დუმბაძის თქმით, არ მუშაობს საკომუნიკაციო და საგანგაშო ღილაკები. პაციენტი ნათია დუმბაძე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 4 დღეა მკურნალობს ასევე ამბობს, რომ კორონა ვირუსის სამკურნალო კურსი არ უტარდება, მხოლოდ მონიტორინგის ქვეშაა და მედიკოსები ეუბნებიან, რომ თუ პნევმონიაა იმ შემთხვევაში დაუწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას. პაციენტი ირწმუნება, რომ მედიკოსები სპეციალური ეკიპირების გარეშე გადაადგილდებიან, ზოგჯერ პირბადის გარეშეც კი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი პაციენტის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და დასახელებულ მიზეზებს არ ადასტურებს. ამბობს, რომ პაციენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადაამოწმებენ. თავად რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ანტისანიტარიასა და გაუმართავ საგანგაშო ღილაკებზე ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობდნენ, ფაქტს გადაამოწმებენ და მდგომარეობას ამ მიმართულებით გამოასწორებენ. რაც შეხება ეკიპირებას, აცხადებენ, რომ მედიკოსები პირბადითა და საჭირო უნიფორმით გადაადგილდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში